12:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 11:55:33, 1154 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს 19 დეკემბერს ბერლინში, ხსოვნის ეკლესიასთან განხორციელებული ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით  სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

მიხეილ ჯანელიძემ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

„საქართველო უმკაცრესად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ამ უაღრესად გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში მსურს გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების საქმეში, ძვირფასო კოლეგავ, თქვენთვის და თქვენი თანამოქალაქეებისთვის ამ მძიმე წუთებში ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულებს, ხოლო ჩვენი ფიქრები ეკუთვნით მათ ოჯახებს და ახლობლებს", - ნათქვამია გერმანელი კოლეგისადმი გაგზავნილ  სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics