19:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 20:17:59, 453 ნახვა

საზოგადოება
C ჰეპატიტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

2015 წლის  26-27 მარტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრთან ერთად ორდღიან სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ.

შეხვედროს თემა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის  საკითხებია.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, C ჰეპატიტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

შეხვედრის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების გეგმის განხილვა და სრულყოფა საქართველოში სოფოსბუვირით მკურნალობის დანერგვის მიზნით.

შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებული მხარეები იმსჯელებენ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების გზების შესახებ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით, ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებით. გაიმართება დისკუსია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების, მკურნალობის პროტოკოლების შემუშავების, დაავადების მართვის ერთიანი ელექტრონული მოდულის დანერგვის, სამკურნალო მედიკამენტების ლოჯისტიკის სქემის შემუშავების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილება ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცის 2015-2020 სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დაავადების მართვის გრძელვადიან პერსპექტივას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics