2016-12-21 10:12:45, 1140 ნახვა
საზოგადოება
სვანეთში ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ჯვარი-მესტიის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან