08:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 19:59:07, 835 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება

ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსეული პროექტები უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა.

დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში განათლების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართა.

პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, არა მარტო ფინანსური, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი და უნარი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტსგააჩნია, თავიდან ბოლომდე მოახმაროს განათლების მიმართულებით არსებულ მომავალ მიზნებს.

გიორგი მარველაშვილმა შეხვედრაზე განათლებაზე, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები დაგამოწვევები სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე აკადემიურ საზოგადოებას, ძალიან აქტიურად ჩაერთონ იმგეგმების განხორციელებაში, რომელიც ქვეყანას რეალურად  წელში გამართვის შესაძლებლობას მისცემს.

„2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე.  ამ გადაწყვეტილების შინაარსი  მდგომარეობს არა მარტო იმ ღირებულებით კავშირში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს განათლების სისტემასთან, არამედ იმ გეგმებში და მიზნებში, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას გააჩნია.

ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, ჩემი შეფასებით, უკლებლივ ყველას სწორედ განათლების გაძლიერებისმეშვეობით წყდება.

განათლების გაძლიერების და მისი პრიორიტეტად ქცევის უნარი და შესაძლებლობა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფარგლებში არ წყდება, ეს არის ყველაზემეტად აკადემიური საზოგადოების გადასაწყვეტი.

შესაბამისად მე ვხედავ  ჩვენს საერთო ყრილობას, იმისთვის რომ ჩვენ ერთად დავგეგმოთ რანაირად ვუპასუხოთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სწორედ განათლების სისტემის გაძლირებით",  - განაცხადა შეკრებაზე გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელს ვზეიმობთ. ეს არის გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლების, განხორციელება კი, შეუძლებელია თუ ამ პროცესში მთლიანად არ არის ჩართული განათლების სისტემა და  აკადემიური საზოგადოება.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იმ სირთულეებზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოს აქვს, აქ ყველაზე სწორი პასუხი სწორედ განათლების სისტმის გაძლიერებაა.

ბევრი პრობლემა წყდება იმით, რომ ჩვენ ადეკვატურად, კვალიფიციურად მოვამზადოთ მუშახელი ქვეყანაში ცვალდებადი ბაზრის ასათვისებლად.

ქვეყანა ეკონომიკურადაც ვერ გაძლიერდება, ქვეყანა ვერ იქნება უფრო სტაბილური თუ ჩვენ მიერ შექმნილი სამეცნიერო და სასწავლო პროდუქტი არ იქნება მართლაც მოწინავე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობენგანათლების მიმართულებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც პრეზიდენტი, ასევე ადმინისტრაციის ძირითადი ბირთვი აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან, ცხადია, ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.

„პროექტები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო განხორციელებული შეეხებოდა, როგორც სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს, სასწავლო კომპონენტს, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მზად ვართ რომ მომავალ წელს უნივერსიტეტებთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა",  - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics