20:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:29:34, 2397 ნახვა

ეკონომიკა
საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით უძრავი ქონებისა და  ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, უძ­­რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით 19.4%-ით გაიზარდა და ქვეყ­ნის მას­შ­ტაბით 586 894 ერთეული შეად­გი­ნა. რაც შეეხება ბიზნესს, სუბიექტებისრაოდენობამ 43 938 ერთე­უ­ლი შეად­გი­ნა, რომელთა შორის 42 205 სამეწარმეო სუბიექტი, 1 733 კი არასამეწარმეო სუბიექტია. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტების 96.1% სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს, ხოლო 3.9% - არასამე­წარ­მეო სუბიექტს.

"ექსპრსნიუსი" საჯარო რეესტრის მონაცემებს უცვლელად გთავაზობთ:

უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, უძ­­რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით 19.4%-ით გაიზარდა და ქვეყ­ნის მას­შ­ტაბით 586 894 ერთეული შეად­გი­ნა. 2016 წელი (ნოემბრის ჩათვლით) 2012-2015 წლებთან შე­და­რე­ბით (11 თვის მონაცემები) ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წელთან (457 144 ერთე­უ­ლი სარეგისტრა­ციო ტრან­ზაქცია) შე­და­რე­ბით - ზრდა 28.4%-ით, 2013 წელთან (437 336 ერთე­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 34.2%-ით, 2014 წელთან (468 992 ერ­თე­­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 25.1%-ით, 2015 წელთან (491 412 ერთე­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 19.4%-ით.

წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 45.9%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თა­ნა­ფარდობას, წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) გან­ხორციელებული სა­რეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 77.0%-ს მეორადი, ხოლო 23.0%-ს - პირ­ვე­ლა­დი სა­რე­გის­ტრა­ციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­ს (2015 წლის იმავე პერიოდში კი, შესაბამისად, 81.2% და 18.8%).

ბიზნესის რეესტრი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისრაოდენობამ 43 938 ერთე­უ­ლი შეად­გი­ნა, რომელთა შორის 42 205 სამეწარმეო სუბიექტი, 1 733 კი არასამეწარმეო სუბიექტია. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტების 96.1% სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს (ინდივიდუალური მეწარმე, სო­ლი­და­რული პასუხისმგებლობის საზოგა­დო­­ება, შე­ზღუდუ­ლი პასუხისმგებლობისსაზოგადოება, სააქციო სა­ზოგა­დო­ება, კომანდიტური საზოგა­დო­ება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.9% - არასამე­წარ­მეო სუბიექტს (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა­სა­მეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) დაფიქსირდა ზრდა (5.6%-ით) წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით. სამეწარმეო სუბი­ექ­­­ტების რაოდენობა 4.7%-ით,ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 35.9%-ით გაიზარდა.

2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მე­წარ­მის (21 994 ერ­თეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 50.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა­­ზო­გა­დოების (19 403 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.2%) სახით. როგორც ჩანს,ბიზნეს სუბიექტთა 94.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე წელს (ნოემბრის ჩათვლით) ქვეყანაში დარეგისტრირდა: 1 716 არა­სამეწარმეო იურიდიული პირი, 539 კოოპერატივი, 197 უცხოური სა­მეწარმეო იუ­რიდიული პირის ფი­ლი­­ალი, 70 სააქციო სა­ზო­გადოება, 14 უცხოური არა­სა­მეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 3 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics