22:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 18:34:19, 457 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ზეწოლაში პროკურატურას ადანაშულებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურას  ე.წ. კაბელების საქმეზე  მომუშავე ექსპერტის მამუკა გუნთიაშვილის ზეწოლაში ადანაშულებს.
ამის შესახებ ალასანიამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა გუნთიაშვილს  ზეწოლის  ქვეშ აიძულებდა უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე.
„გუშინ ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, პროკურატურამ სასწრაფოდ შეიძლება,  ასე ითქვას გაიტაცა  ავთანდილ გუნთიაშვილი,  ეს არის ექსპერტი ტექნიკოსი, რომელიც  ადეკვატურ, სწორ,  ასე ვთქვათ  შეფასებებს აძლევდა  დაცვის მხარეს.  ის აიძულეს რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზეწოლის ქვეშ უარი ეთქვა  საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე.  ეს პროკურატურის სირცხვილია,  პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის  ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი, რომელმაც ეს  ნაბიჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, წინასწარ სასამართლოს სხდომამდე.  მე  ამას ასე არ დავტოვებ.  ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი არ იცვლება.   პროკურატურა   ისევ  ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინტრუმენტად არის  გამოყენებული“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics