|
2016-12-20 15:15:30, 2357 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობა ეფექტიან შედეგს გამოიღებს
პრეზიდენტი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერთან და სებ-ის პრეზიდენტთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. „რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემასა და ხელისუფლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას - ლარის კურსს. საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერმინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)