08:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:03:44, 586 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: ეროვნულმა გვარდიამ ყველა ეტაპზე საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა

„მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გვარდიის 26 წლის იუბილეზე განაცხადა.

ლევან იზორიამ ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა.

„ეს ისტორია მოიცავს ძმებს შორის დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიობისთვის ბრძოლას როგორც სამაჩაბლოში ისე აფხაზეთში და რასაკვირველია რუსეთ-საქართველოს ომსაც.

 ყველა ამ ეტაპზე გვარდიამ საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა. მინდა დიდი პატივისცემა, მოკრძალება და მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მთელი ეს ისტორია თქვენთან ერთად განვლო. ბატონი გენშტაბის უფროსიც თავის მოღვაწეობას სწორედ გვარდიის ფარგლებში იწყებდა. ეროვნული გვარდიის სარდლის საუკეთესო წლებიც გვარდიის ჩამოყალიბების სათავეებს უკავშირდება. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მადლიერებით ავღნიშნო ის ცოცხალი გმირები, რომლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს. მე ერთ გვარს დავასახელებ, ბატონ გია ყარყარაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყისა და ჩვენი ღირსების დასაცავად. თქვენთან ერთად იმ ადამიანების სახელებიც მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც სამაგალითო თავგანწირვა გვიჩვენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველანი ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, რადგან ეს ისტორია ჩვენს წინ იქმნებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს მოგონების, გახსენების და პატივისცემის განსაკუთრებული ემოცია და ეს გრძნობა ღირსეულად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, გვარდია უნდა იყოს იმ მოთხოვნების ადეკვატური რა მოთხოვნებსაც საერთაშორისო საზოგადოება უყენებს მას.

„ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები იმ ფუნქციების შესასრულებლად რაც განსაკუთრებით და ძირითადად რეზერვის მომზადებას და გადამზადებას უკავშირდება. ჩვენი კონცეფციის თანახმად არა მხოლოდ პროფესიული არმიით გვინდა შემოვიფარგლოთ, არამედ წვევამდელთა სისტემა და რასაკვირველია ძლიერი რეზერვის სისტემითაც უნდა განვსაზღვროთ. ჩვენ ვართ მცირე ერი დიდი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ სხვა მცირე ერების გამოცდილებებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გვარდიის სარდალს. ახლო მომავალში ვაპირებ ესტონეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტს. ეს ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში. რეზერვი იქნება ეგრეთ წოდებული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ქვაკუთხედი და ჩვენ ყველანაირ პირობას შევქმნით შემდეგი წლების განმავლობაში იმისთვის, რათა გვყავდეს ღირსეული რეზერვი თქვენი ხელმძღვანელობით და მომზადებით. მინდა იმ რეფორმებს, იმ ოპტიმიზაციის გეგმებს სწორედ იმ ინტერესით შეხედოთ რა ინტერესიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თითოეული თქვენთაგანის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ერთად ამისთვის მოწადინებულია გენშტაბის უფროსი და ეროვნული გვარდიის სარდალი. თითოეულ მათგანს ექნება ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ მიზნებს ღირსეულად მივაღწიოთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics