|
2016-12-20 12:53:50, 2427 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პარლამენტში იბარებს
„ერთაიანი ნაციონალურის მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი გახარიას 28 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს. ბაქრაძე მათ მიმართავს, წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, დაესწროთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნება საკითხი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან - ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, სხდომაზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სამოქმედო გეგმის თაობაზე და ინფორმაცია ლარის გაუფასურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)