|
2016-12-20 12:35:04, 1731 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძემ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას საზარელი ფაქტი უწოდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გამოეხმაურა. მინისტრმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ცუდად არ იმოქმედებს. „საზარელი ფაქტია, გარდაცვლილია ადამიანი დიპლომატიური მოვალეობის დროს. ვფიქრობ, რომ ეს არის ტერორისტული ფაქტი. იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი არ იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაზე, რამეთუ რეგიონში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების სტაბილურობას საერთო რეგიონული ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა დოლიძემ. ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს თავს დაესხნენ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, ელჩი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თავდამსხმელი სამართალდამცველების მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)