|
2016-12-18 10:33:14, 941 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 21 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე 21 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში 0 გრადუსი ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ხვალიდან 21 დეკემბრის ჩათვლით კი +2 გრადუსი სითბო იქნება. დასავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში დღეს თოვლჭყაპს ელოდებიან. ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. 19 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურაც მცირედით მოიმატებს, 20 დეკემბერს კვლავ თოვლჭყაპია ნავარაუდევი, 21 დეკემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი და +4 გრადუსი სითბო იქნება. ხოლო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ასევე ცივ ამინდებს პროგნოზირებენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც დღეს დილის საათებში თოვლია მოსალოდნელი, ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)