2016-12-16 22:27:57, 778 ნახვა
სპეციალური ანონსი
17 დეკემბრის სპეციალური ანონსი
17 დეკემბერს, 10:00 საათიდან, ”ექსპო ჯორჯიას” XI პავილიონში გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება.
მის: წერეთლის გამზ. #118
17 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერს გახსნის.
საკონტაქტო პირი გვანცა პაპავაძე - 591 00 49 31
17 დეკემბერს, 11.00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზს ეწვევა.
17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ეროვნული/რეგიონული ტურის ფარგლებში გაემგზავრება ქალაქ გორში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მერიის დახმარებით ადგილობრივ ახალგაზრდებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში შეხვდება .
17 დეკემბერს, 13:00 საათზე, ”თბილისი მარიოტში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. №13
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების პროგრამა „ვისწავლოთ ქართულის” საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქველმოქმედო ფონდი ჩემი სახლი ”საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ფონდის დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და დღის ცენტრის ბავშვებისა და მათი მშობლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
მის: აღმაშენებლის #164, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ფოიე.
17 დეკემბერს, 15:00 საათზე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე სოფელ ნიქოზში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდება და მათ წიგნებს გადასცემს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან