|
2016-12-16 18:52:16, 1995 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ს ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს მხარი დაუჭირა
"ჩვენ მივესალმებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისკენ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, „ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველოში საქმიანობის მანძილზე მან ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა. უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, ბანკთან თანამშრომლობით, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს განვახორციელებთ, როგორიცაა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზარი." მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი განიხილავს ინვესტიციების გამოყოფას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა საქართველოსთვის ასახავს ქვეყნის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ახლახან განსაზღვრა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტი მომზადდა ისეთი მხარეების სრული ჩართულობით, როგორებიცაა მთავრობა, კერძო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები და მიიღო ბანკის აქციონერების, კერძოდ კი ევროპის კავშირის ძლიერი მხარდაჭერა. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია შემდეგი პრიორიტეტები: · ევრობანკი გააგრძელებს კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ინოვაციის, გაზრდილი დამატებითი ღირებულების და ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სტანდარტებსა და მოვალეობებთან შესაბამისობის გზით; ევრობანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას კარგად განვითარებული ადგილობრივი საბანკო სექტორის მეშვეობით, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მასპინძლობის სექტორი და ინოვაცია; ბანკი გეგმავს ფინანსური მხარდაჭერის კონცენტრაციას მუშახელის სწავლების უნარებში, გამოკვეთილი აქცენტით რეგიონალური ჩართულობის, ახალგაზრდობისა და გენდერულ საკითხებზე. საქართველოში თავისი მოღვაწეობის დაწყების დღიდან, ევრობანკმა გამოყო 3 მილიარდ ევრომდე დაახლოებით 200 პროექტის დასაფინანსებლად ფინანსურ, კორპორატიურ, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგო სექტორებში. ბანკის ინვესტიციის 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა; ბანკის არსებული პორტფელის 40 პროცენტი ენერგოსექტორშია, რასაც მოსდევს ფინანსური სექტორი 27 პროცენტით; მრეწველობა და კომერცია იკავებს 26 პროცენტს, ინფრასტრუქტურა კი - 6 პროცენტს. (NS)
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)