|
2016-12-16 18:34:23, 1015 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიაში 'ვეფხისტყაოსანის' ახალი გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვენის დიპლომატიურ აკადემიაში 1954 წელს ავსტრიელი პოეტისა და ლიტერატორის ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანის" საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი გამოცემა თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, პოემა მოწვეულ სტუმრებს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა თანდაშვილმა და საიუბილეო გამოცემის ავტორმა რუსუდან მოსიძემ წარუდგინეს. ლიტერატურული საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ნაწარმოების მნიშვნელობას და ს. ქობულაძის შესრულებით „ვეფხისტყაოსნის" ისტორიულ ილუსტრაციებს, მათ შორის მე-17 საუკუნის მინიატურებს. ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის EUTERPE-ს და ვენის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების (Österreichische Orient-Gesellschaft Hammer-Purgstall) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. ლიტერატურულ საღამოს ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენელები დაესწრნენ. ცნობისთვის, ჰუგო ჰუპერტის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი" პირველად 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა" გამოიცა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)