|
2016-12-16 17:50:11, 947 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ N 15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი აკურთხა
ქსნის N 15-ე პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი, ასევე, საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიის ტრილოგია აჩუქა. გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელები გადასცა 125 მსჯავრდებულს, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. „დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენმა სულიერმა შვილებმა, პატიმრებმა ააშენეს. მათ გამოიჩინეს საოცარი სულიერი სიმაღლე და ეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ეს ტაძარი იმისათვის აშენდა, რომ თუ იქნება ამის საშუალება, აქ ყოველდღე წირვა-ლოცვა შესრულდეს. მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო. მინდა, ასევე, დიდი პატივისცემით დავლოცო მინისტრი, ბატონი კახი და მისი თანამშრომლები, “- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და 7 თვე გრძელდებოდა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქსა და საპატრიარქოს, ვინაიდან ჩამობრძანდნენ და საზეიმო ვითარებაში გავხსენით წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. რწმენა ყოველთვის აძლიერებს ადამიანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პატიმრები უფრო მეტად გაღრმავდებიან რწმენაში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ საზოგადოებას,“- განაცხადა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და სამრეკლო დაათვალიერებინა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)