|
2016-12-16 17:31:27, 990 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ხელმძღვანელბით გენდერული თანასწორობის კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო წლის შემაჯამებელი ანგარიში. სხდომაზე ასევე განიხილეს სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიითა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. სამინისტროში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას შემდეგ მიღწევებს: გენდერული თანასწორობის კომისიის შექმნა,გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება, კომუნიკაციის სტრატეგიაში გენდერული ასპექტების გათვალისწინება, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გენდერული ასპექტების განხილვა, ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)