18:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 17:23:24, 2022 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკამ იმუშაოს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ამავე დროს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საკანონმდებლო სიახლეებზე, რომელთა მიღებაც რეფორმების გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა.

განსაკუთრებული ყურადღება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან დაასახელა ქუთაისი-აბასთუმნის 70-კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ქუთაისიდან ამ პოპულარულ კურორტზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თეთნულდის პროექტზე, რომელსაც რეალურად შეუძლია აღნიშნულ სამთო კურორტს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის სტატუსი შესძინოს.

მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის" პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს.

„ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რათა თქვენ ახალი სამუშაო ადგილები შექმნათ", - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ბიზნესმენებს. მან ასევე უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ასევე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნეს-ასოციაციას შესაძლებლობა ექნებათ, მისი წევრებისთვის აქტუალური საკითხები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილოს.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ეკონომიკის ცალკეული სექტორების წარმომადგენლებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics