05:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 17:17:02, 902 ნახვა

საზოგადოება
2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება. 

როგორც ნარმნიამ აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირის შემდეგ პროექტი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს.

„მიუხედავად შემცირებული ასიგნებებისა, ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებით დამატებით თანხებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით დაახლოებით 15 მლნ ლარს, რაც დაემატება ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, ამასთან, პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია - პუშკინის #19 და ყავლაშვილის #5-7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 ყველაზე გამორჩეული სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებელზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ნარიყალას ციხე-სიმაგრის მასშტაბური რესტავრაცია.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ „ახალი ტფილისი“ გახლავთ ძალიან დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს დაიწყო და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულებულია! შესაბამისად, ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და პროექტის მეორე ეტაპი, სწორედ, 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics