05:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 17:08:09, 975 ნახვა

საზოგადოება
"ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2017 წელს ისეთივე დახმარება გაეწევა მოსახლეობას, როგორც ეს წელს იყო"

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2017 წელს ისეთივე დახმარება გაეწევა მოსახლეობას, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო. 

ნარმანიას თქმით, თანხის კლება ძირითადად უკავშირდება კომუნალური სუბსიდირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პროგრამით ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.

„რაც შეეხება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის თანხის შემცირებას, რასთან დაკავშირებითაც ხშირად მესმის აპელირება ოპონენტების მხრიდან. საზოგადოებას განვუმარტავ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ისეთივე დახმარებას გაუწევს მათ თბილისის მერია 2017 - ში, როგორც ეს მიმდინარე და წინა წელს იყო, თანხის კლება კი ძირითადად უკავშირდება კომუნალური სუბსიდირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პროგრამით ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად სჭირდებათ დედაქალაქის მთავრობის დახმარება და თანხა კომუნალურებისთვის აღარ ჩაერიცხება განურჩევლად ყველას, როგორც ეს იყო ადრე, მათ შორის მე, მთავრობის წევრებს, ბიზნესმენებს და ა.შ.“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერმა აღნიშნა, უკლებლივ ყველა პროგრამა, რომელსაც ის თბილისელებს დაპირდა დღეს წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე მოქალაქეებს დავპირდით. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დღეისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას. ჩვენ  2015–2016 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით 6 ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, ხოლო სოციალური მიმართულებით – 4. გარდა ამისა, სოციალური პროგრამების უმეტესობამ დაფინანსების კუთხით ცვლილება განიცადა და რიგ შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა გაორმაგდა, რიგ შემთხვევაში კი, გაიზარდა, რაც, ასევე, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერის ინფორმაციით, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ამოქმედდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა. სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 2015 წლიდან 800 ლარის დახმარება დაენიშნათ, ხოლო სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები 2015 წლიდან 900 ლარის დახმარებას იღებენ.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის რომელთა სარეიტინგო ქულაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 001-ს, 2015 წლიდან ზამთრის პერიოდში (ნოემბერი–მარტი), კომუნალური სუბსიდია გაორმაგდა და მათ ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის დასაფარად, თვეში აბონენტის ნომერზე ერიცხებათ არაუმეტეს 106 ლარისა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში 2015 წლიდან ყველა ახალშობილზე ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობის დახმარებას გასცემს.

„სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე კი, დაპირებისამებრ, ყოველთვიური დახმარება გაორმაგდა და 50 ლარი გახდა.  ასევე, როგორც მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 200 და რიგ შემთხვევაში 500 ლარით გაიზარდა მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება. ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ასევე იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც პროგრამის დაწყებაში გამოიხატა და თბილისის მერიამ 2015-2016 წლებში 60 პროექტი–განცხადება დააფინანსა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მიუსაფარი პირებისთვის თბილისში აშენდა პირველი კაპიტალური თავშესაფარი, სადაც მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ე.წ. კარვების ქალაქიდან მიუსაფარი პირები თავშესაფრით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით და საკვებით არიან უზრუნველყოფილნი.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics