|
2016-12-16 13:36:57, 916 ნახვა
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ქსელი შეიქმნება
პირველად საქართველოში, 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ედმინისტრაციის ინიციატივით სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტი შემუშავდა. ამიერიდან ქვეყანაში სამთო სათხილამურო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა. სამუშაო ჯგუფმა სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების( შვეიცარია,საფრანგეთი,პოლონეთი) გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოზე მორგებული სამთო-საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნის წესი შეიმუშავა. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, უკვე მარკირებულია ზემო სვანეთში არსებული და სამეგრელოსთან დამაკავშრებელი ბილიკები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს პრეზენტაცია გამართა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ამიერიდან ქვეყანაში ყველა სამთო საფეხმავლო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა. ჩოგოვაძის განმარტებით, პროექტზე მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურის, ასევე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. "ეს პროექტი დამზადდა საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების შედეგად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 6 რეგიონის შესწავლა დასრულებული აქვს და დაწყებულია იმპლემენტაცია იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც გათვალისწინებულია. 2017 წელს კიდევ 2 რეგიონის შესწავლა დაემატება და უახლოესი წლების განმავლობაში საქართველო მთლიანად მარკირებული იქნება ამ თანამედროვე სტანდარტის მიხედვით”, - განაცხადა ჩოგოვაძემ. ამ ეტაპისთვის მზად არის 156 მარშრუტის პროექტი, რომელიც 6 რეგიონს მოიცავს. 2017 წელს 2 რეგიონი დაემატება. 4 წლის შემდეგ კი 8 რეგიონის მარშრუტები სრულად იქნება მარკირებული.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)