00:47 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 18:43:41, 1172 ნახვა

საზოგადოება
„ბაქოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ“

ბაქოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 3 დაშავებული მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი. 

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ოპერატიულად იმუშავა და როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, დაშავებულები ვიცე კონსულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოინახულეს.

"სამივე დაზარალებული ნახეს და პირადად  გაესაუბრნენ  მათ. მოქალაქეებს მიღებული აქვთ მსუბუქი დაზიანება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. საელჩო პირადპირ კონტაქტზეა დაზარალებულების ოჯახის წევრებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბაქოში, ავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics