00:48 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:15:24, 887 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა.

უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამომავლო ამოცანები განიხილეს და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2017-2018 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. 

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე, სამოქალაქო პლატფორმის შექმნის თაობაზე ამ დანაშაულთან  ბრძოლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისათვის. 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის  საკოორდინაციო საბჭო საუწყებათაშორისო ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა,  დანაშაულის პრევენცია, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფა. საბჭო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში წარმატებული საქმიანობის შედეგია ის, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველო „პირველ კალათაშია“ − სახელმწიფო აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად.

სხდომას  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს  წარმომადგენლები ეწრებოდნენ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics