|
2016-12-15 15:30:34, 652 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს
თავდაცვის სამინისტროში საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებული კონკრეტული ღონისძიებები განისაზღვრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე მომუშავე ფრანგი ექსპერტების ჯგუფს უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე. ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი დემონსტრირება, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა ჩართული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა. საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)