|
2016-12-15 15:15:00, 1175 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: უხერხულია, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საუბრობენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა მესელიას განცხადებით, უხერხულია, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საუბრობენ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. "მომავალში ვინც ამ თემაზე ისევ გააგრძელებს კითხვის დასმას, იქნებ იქვე გასცეს პასუხი კითხვას, თუ რომელი სამართლებრივი დოკუმენტით, ხელმძღვანელობთ როდესაც საუბრობთ სამუშაო პროცესის დროს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით?! რომელიმე ჯგუფმა, რომ წარმოადგინოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ან შესწორებების პროექტი, ვიტყვით, რომ არალეგიტიმურია და არ ვიხილავთ?! სახალხო დამცველმა კონსტიტუციაში შესატანი რამდენიმე ცვლილება წარმოადგინა, რა უნდა ვუთხრათ, რომ არალეგიტიმურია?!", - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, კომისიას მაღალი სამართლებრივი სტატუსი გააჩნია. "სამართლებრივად დიდ უმეცრებასთან გვაქვს საქმე. ვინც ეს იცის და განზრახ სვამს ამ კითხვას, ეს არის შეგნებულად პოლიტიკური პროცესისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. ზიანი ამ პროცესს ვერ მიადგება, იმიტომ, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ქმნის კომისიას და მას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს სძენს ამ კომისიას მაღალ სამართლებრივ სტატუსს. ძალიან უხერხულია, რომ ეს კითხვები პარლამენტში ისმევა. პარლამენტის გარეთ, რომ დაისვას მესმის. ვინ თუ არა ჩვენ, ვართ ვალდებული, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვიცოდეთ და პატივს ვცემდეთ ნორმებს რაც აქ წერია. ვადებს რაც შეეხება არის სრულიად საკმარისი, რომ პირველი სამუშაო დოკუმენტი მომზადდეს. ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)