|
2016-12-15 14:56:18, 1686 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტთან არანაირი კინკლაობის და რაიმე სხვა სახის დაპირისპირების სურვილი არ მაქვს
„საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მე, არანაირი კინკლაობის და რაიმე სხვა სახის დაპირისპირების სურვილი არ მაქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ის შემართულია იმისთვის, რომ პრეზიდენტთან აბსოლუტურად კონსტრუქციული თანამშრომლობა ჰქონდეს. „ შემოთავაზება საჯაროდ იყო გაკეთებული კონკრეტულ ფორმატთან დაკავშირებით. კონსულტაციების გარეშე გაკეთდა ეს შემოთავაზება. შესაბამისად ჩვენ არ დაგვრჩა სივრცე არც კონსულტაციებისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ ფორმატი იყო ჩვენი აზრით აბსოლუტურად არარაციონალური და შესაბამისობაში არ იყო ეს ფორმატი კონსტიტუციის ლოგიკასთან. აქედან გამომდინარე ჩვენ არ შეგვეძლო ამ ფორმატზე დათანხმება. საჯაროდ როცა კეთდება შემოთავაზება, შენც საჯაროდ უნდა უპასუხო. კონსულტაციის გარეშე წამოვიდა ეს შემოთავაზება. პრაქტიკულად ერთგვარი ულტიმატუმი გაჩნდა. ან უნდა დაგვეკმაყოფილებინა ან გამოდიოდა რომ ჩვენ უარვყოფდით პრეზიდენტის ინიციატივას. სხვა სივრცე ჩვენ არ გვქონდა. ეს იყო რეალურად პოზიციის ერთადერთი საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტთან არც კინკლაობის ან სხვა სახით დაპირისპირების სურვილი არ მაქვს. ჩვენ ვართ შემართული იმისთვის რომ გვქონდეს აბსოლუტურად კონსტრუქციული თანამშრომლობა. ჩვენ პრეზიდენტთან ბევრ სხვა სფეროში დაგვჭირდება მუდმივი თანამშრომლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)