|
2016-12-15 14:54:52, 1727 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების უმცირესობის საქციელმა გააჭიანურა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში ჩართულია ორგანიზებულ დანაშაულში, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გააჭიანურა. როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ამოქმედდება თუ არა საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი, ანუ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემთხვევაში, შეინარჩუნებს თუ არა მას ქვეყანა. "შეჩერების მექანიზმის მიღებას საქართველოსთან მიმართებაში დღეს ეყრება კენჭი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კენჭისყრა წარმატებული იქნება, რადგან თუ შეჩერების მექანიზმი არ იქნა მიღებული, ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაც ვერ იქნება მიღებული. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები იმედს გვაძლევს, რომ დღეს ეს კენჭისყრა წარმატებით დასრულდება და ჩვენ რამდენიმე კვირაში ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ. შეჩერების მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აღარ ვიმსახურებთ უვიზო რეჟიმს, ის მარტივად გაუქმდეს. შესაძლებელია თუ არა რომ უვიზო რეჟიმი მომავალში გაუქმდეს, ეს ბოლომდე, 100%-ით დამოკიდებულია საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე, როდესაც ის უვიზო რეჟიმით ისარგებლებს და ჩავა გერმანიასა თუ საფრანგეთში. ეს არის მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული, რომ არ დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, მაშინ როდესაც 90 დღით ვართ შესული. ეს ღიად უნდა ითქვას, აღარაფერს ვამბობ იმ უმცირესობაზე ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთა საქციელმა ეს პროცესი გააჭიანურა და რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში არიან დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში ჩართულნი”,- აღნიშნა წულუკიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)