|
2016-12-15 14:14:45, 2247 ნახვა
ეკონომიკა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ რუსთავში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის რემონტი და კეთილმოწყობა უზრუნველყო
საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ქალაქ რუსთავში, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომლის საერთო ფართი 114 კვ.მ-ია გაარემონტა, ამასთან ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა ავეჯი, საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე და სამკითხველო. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, კეთილმოეწყო ეზო. რუსათავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად 6-დან 18 წლამდე ასაკის 6 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ბენეფიციარებს, ბავშვთა სახლი 24-საათიან მომსახურებას უწევს, მომსახურებაში შედის კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე დასვენებაზე და სეზონურ ტანსაცმელზე ზრუნვა. ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”-ს, რომლის მიზანია ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, საქართველოს ბანკის ფონდმა, ჯერ კიდევ 2009 წელს საჩუქრად გადასცა კეთილმოწყობილი და სრული ინვენტარით აღჭურვილი ბინა. 2009 წლიდან დღემდე სახლში 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი გაიზარდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge
(R)
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)