|
2016-12-15 11:01:23, 2228 ნახვა
ეკონომიკა
პეჰშო: ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება
„ბუნებრივია, აქციზის გადასახადის ზრდა ფასებსაც გაზრდის, თუმცა ვფიქრობთ, ზეწოლა ინფლაციაზე საკმაოდ ადვილად სამართავი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. „ამდენად, არ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის დონე პრობლემას შექმნის. აღსანიშნავია ის დადებითი მხარეებიც, რაც თან ახლავს აქციზურ პროდუქციაზე განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, თამბაქოზე და საწვავზე აქციზის ზრდა, შეამცირებს მოთხოვნას და შესაბამისად, იმპორტსაც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუმჯობესებს, შესაბამისად შემცირდება ზეწოლაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე," - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. (NS)
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)