|
2016-12-15 09:33:26, 890 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციას სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისათვის ახალი ტექნიკა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. „Foster & Freeman“–ის ფირმის დანადგარები ქვეყნის 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებულ ლაბორატორიებში განთავსდება. მათი საშუალებით სამგზავრო დოკუმენტების მეორადი, სიღრმისეული შესწავლა განხორციელდება. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ორდღიანი სწავლება ჩაუტარდათ, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი, კომპანია „Foster & Freeman“-ის წარმომადგენელი უძღვებოდა. ტრენინგზე საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორები დანადგარის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გაეცნენ და აღნიშნული აღჭურვილობით სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურას დაეუფლნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტს - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)