|
2016-12-14 18:01:55, 1030 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამცხე-ჯავახეთისა ქვემო ქართლის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უმასპინძლა. შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ჯარის პოპულარიზაციას, ასევე მათთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებზე, ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიებში მონაწილოებასა და სამხედრო განათლებაზე ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. გენერალური შტაბის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაციები წარუდგინეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ძირითადი კითხვები კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვასა და სწავლის პირობებს, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და მისიიდან დაბრუნების შემდეგ სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების საკითხსა და შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას შეეხო. სტუმრებისთვის ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ფილმის - „ქართველები მსოფლიო მშვიდობისათვის“ ჩვენებაც გაიმართა. ასევე მოეწყო ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. ეთნიკურ უმცირესობასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)