|
2016-12-14 15:52:26, 867 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი თბილისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებით მიმართავს
სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სტატისტიკის წარმოების შესახებ წინადადებით მიმართავს. როგორც ”ექსპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესით თუ სხვა ნიშნით დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა დამოუკიდებელ მკვლევარებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკა შეისწავლონ. ”2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ზოგადი წინადადებით გენდერული ნიშნით შევიწროების, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სხვა საქმეების შესახებ სტატისტიკის წარმოების აუცილებლობის თაობაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სქესით თუ სხვა ნიშნით დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა დამოუკიდებელ მკვლევარებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ შეისწავლონ დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკა. მათ კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქვეყანაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანოებისგან ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებები ფორმულირდეს იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს საქმესთან დაკავშირებულ პირთა სქესი, ასევე, სხვა საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევებში, იკვეთებოდეს პირთა რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული თუ სხვა სახის კუთვნილება, რომელიც მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ინფორმაცია დაამუშავოს დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნისა და ასევე, საქმის განხილვის შედეგად დამდგარი შედეგის მითითებით; სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოცემული ზოგადი წინადადებით დადგენილი სტანდარტი საქართველოს იურისდიქციაში არსებულ სამივე ინსტანციის სასამართლოებზე გავრცელდეს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)