|
2016-12-14 15:39:46, 868 ნახვა
საზოგადოება
პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების იურიდიულ დახმარებაზე, ასევე, მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა სპორტულ-საგანმანათლებლო სწავლების დაფინანსებაზე, სოციალურად დაუცველ მსჯავრდებულთა სტუდენტი შვილებისთვის სწავლის დაფინანსებაზე, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისთვის სოციალური მუშაკის მომსახურებასა და ფსიქოლოგიურ კონსულტაცია/დახმარებაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შუწყობს ხელს. „მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სისტემისთვის. ფონდი გვთავაზობს პროექტებს მსჯავრდებულთა ოჯახების წევრთა ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. ასევე, არასრულწლოვანთა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ითვალისწინებს მსჯავრდებულთა ოჯახების მცირე ბიზნესში ჩართვის მექანიზმებს“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა. საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჭილაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე თანამშრომლობა მსჯავრდებულთა საჭიროებებზეა მორგებული. „ამ მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, რადგან სეგმეტი ძალიან სენსიტიურია, სჭირდება თავისი სპეციფიური მიდგომები. ერთობლივად შევძლებთ უფრო მეტი საქმის კოორდინირებულად გაკეთებას“, - განაცხადა გიორგი ჭილაშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა. (NS)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)