|
2016-12-14 13:41:42, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ ოპონენტებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს და თანაგუნდელებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ულოცა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს. "ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს მთელი წლების განმავლობაში ერთგულების გამო, რაც მან ზოგადად ევროპული ფასეულობებისადმი გამოხატა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, მე მინდა მივულოცო ჩვენ ოპონენტებს და მინდა მივულოცო ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც ამაზე ძალიან ბევრი იმუშავეს. ასევე იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ჩვენ შეიძლება არ ვიცით, მაგრამ შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ამ პროცესში. ეს არ არის ბოლო გაჩერება, ეს არის ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ მართლაც სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის და მას შეუძლია კონკრეტული სიკეთე მოუტანოს ჩვენ მოქალაქეებს განსხვავებით ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც მუქარის და პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის“,-განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)