08:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 13:25:12, 1078 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის განცხადებით, გივი თარგამაძის აფეთქების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხადებით, გივი თარგამაძის აფეთქების საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.

აბესაძემ კოლეგებს სთხოვა,  საქართველოს პროკურატურას არ მისცენ უფლება, დეპუტატის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული „მიჩქამალოს“:

"მინდა განცხადება გავაკეთო, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შესახებ, რომელზეც წინასაარჩევნოდ კომენტარები არ დაიშურა პროკურატურამ და მმართველმა გუნდმა. გაკეთდდა განცხადებები უკრაინული კვალის და კონკრეტული ბრალდებული პირების შესახებ, თუმცა არ თქმულა მოტივები და საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მიმართულებით, მაშინ როდესაც აშკარად შეინიშნებოდა ტერორიზმის ნიშნები და ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ ისმის მხოლოდ დუმილი.

არ ცნო ადამიანი დაზარალებულად ნიშნავს არ მისცე მას უფლება გაეცნოს საქმის მასალებს და მიმდინარეობას, ჩართული იყოს თავისი ადვოკატი. დღემდე საქმის მასალები არც გივი თარგამაძეს და ბრადებული მხარის წარმომადგენელს არ გააცნეს და საქმე არის სრულიად ბურუსით მოცული.

მინდა გთხოვოთ თქვენც, კოლეგებსაც, ნუ მივცემთ საქართველოს პროკურატურას უფლებას მიჩქმალოს დანაშაული ჩადენილი ჩვენი კოლეგის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობაც შეეწირა და მოვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს ეფექტური, სწორი გამოძიება და კითხვებზე პასუხის გაცემა.

სხვა შემთხვევაში აქ ნათლად იკვეთება წინასაარჩევნო პოლიტიკური მიზნები რომელსაც ასევე აუცილებელია, რომ პასუხები გაეცეს",-აღნიშნა აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics