2016-12-13 23:31:55, 860 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 დეკემბრის სპეციალური ანონსი
14 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო ”რუმსში” კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერება“ გაიხსნება.
მის: მერაბ კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო პირი ქეთევან ბოჯგუა - 577 17 17 33
14 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N301
14 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქალთა მიმართ ძალადობის და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ჩაატარა კავშირმა „საფარი“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999
14 დეკემბერს, 12:00 საათზე პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
14 დეკემბერს, 13:00 საათზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: რელიგიის სააგენტოს მუშაობა, სააგენტოს მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები.
მის: ანტონ კათალიკოსის ქ. #3 ( ბაზორის სახელობის ქართულ-ებრაული მუზეუმი)
14 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
მის: ა. მიცკევიჩის ქ. N19, მე-4 სართული
14 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ და ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ.
საკონტაქტო პირები: ლაშა მაჩიტიძე - 599 46 77 08, ვასო ურუშაძე - 599 024 021
14 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მცხეთის მუზეუმის საგანძურის ექსპოზიციას გახსნიან. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
მის.: რუსთაველის გამზ. №3
14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ”კარლსონ რეზიდორის’’ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკისი, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ბრიფინგს გამართავს. საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი ”კარლსონ რეზიდორი’’ შემოდის.
მის.: ვეკუას ქ. #3
საკონტაქტო ტელ: 599 43 43 08
14 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან