|
2016-12-13 17:17:28, 2136 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გოცირიძე: როგორც იქნა აღიარეთ, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი მფლანგველური ბიუჯეტი იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, სავალუტო კრიზისის ძირითადი მიზეზი ქვეყნის დეფიციტური და მფლანგველური ბიუჯეტი იყო. როგორც გოცირიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტი დეფიციტის გზით იზრდება და ქვეყანაში არასტაბილურობის წყაროა: „ეს არის პირველი ბიუჯეტი იმ ჩავარდნილი 4 წლიანი ეკონომიკური საქმიანობისა, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ხელისუფლების მუშაობის პერიოდში. ანუ, მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი იწყება საშინელი სურათით.დღეს ლარის კურსი ფაქტობრივად უახლოვდება 2.65-ს. 4 წლის წინ, როდესაც პირველი ბიუჯეტი მივიღეთ თქვენი ხელისუფლების მოსვლის დროს, 1 დოლარი უდრიდა 1.65-ს. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ადამიანების გაღატაკება და მცირე და საშუალო ბიზნესის უკიდურეს ბიზნესში ჩაგდება. ქუთაისში ყოველ ახალ ჩამოსვლაზე გვხვდება ლარის 5 პუნქტიანი გაუფასურება. გაქვთ თუარა რაიმე გეგმა ამ მძიმე სავალუტო კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის.არასდროს აღიარებდით და ახლა როგორც იქნა მთავრობის პროგრამით აღიარეთ,თუმცა ირიბად, რომ აი ამ უარყოფითი მოვლენების ძირითადი მიზეზი იყო ქვეყნის ცუდი ბიუჯეტი, დეფიციტური ბიუჯეტი, მფლანგველური ბიუჯეტი, მრავალი უსარგებლო ხარჯების დამფინანსებელი ბიუჯეტი. რა მოხდება, რომ თქვენ არ გაზარდოთ 1.3 მილიარდი ლარით მომავალი წლის ბიუჯეტი? რა მოხდება, რომ ბიუჯეტი იყოს იგივე, რაც იყო? ხალხს ეუბნებით, რომ 50 გვირაბი, რომლის დაფინანსებასაც აპირებთ, არის სწორედ მათგან ამოღებული ფულით დაფინანსებული? შესთავაზეთ ალტერნატივა. ბიუჯეტი იზრდება დეფიციტის ზრდით. ეს ბიუჯეტი არის ქვეყანაში არასტაბილურობის წყარო, არ გვინდა თქვენს მიერ განხორციელებული პროექტები, გვინდა სტაბილური ლარი, რომ მოსახლეობა დაცული იყოს შემდგომი გაღარიბებისგან“,-მიმართა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს უმცირესობის სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)