09:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 16:10:33, 2129 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი ქუმსიშვილს: თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, ლარი რატომ გაგექცათ?!

შევხედოთ რეალობას, თუ ასეთი მაგრები ხართ, თუ ასეთი ჭკვიანები და კომპეტენტურები ხართ, ლარი ასე რატომ გაგექცათ?! ქვეყანა და ხალხი ასე რატომ გააღარიბეთ?!, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს, ბიუჯეტის პრიორიტეტში არა გზები და შადრევნები, არამედ ცოცხალი ადამიანები უნდა იყვნენ.

„მე, რომ არ ვცხოვრობდე საქართველოში ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ახლა მე ვუსმენ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს, ან მინიმუმ გერმანიის ფინანსთა მინისტრს. ჩემგან განსხვავებით თქვენ ზუსტად ხატოვნად ხედავთ ცხოვრებას და ზემოდან უყურებთ ცხოვრებას. საქართველო ქვემოთ არის, ის ხალხშია, სადაც 50 ათასი ბავშვი შიმშილობს, ეს ირმა ინაშვილის მონაცემები არ არის, ეს UNICEF-ის მონაცემებია; სადაც 50 ათასზე მეტი დედა არასათანადოდ იკვებება, სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს. სადაც ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიდი აქცენტი კეთდება ბიუჯეტში, თქვენც ამით ხართ მოხიბლული და აღტაცებული. არც ჩვენ ვართ გზების წინააღმდეგი, მაგრამ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც წელიწადში 300 ბავშვი კვდება შიმშილით და მგონი ის გზებიც, ის შადრევნებიც და ის სასტუმროებიც, იმიტომ გვიხარია ჩვენ, რომ ცოცხალი ადამიანები, ჩვენი შვილები მოახერხებენ იმ გზიბზე გავლას და იმ სასტუმროებში დასვენებას. ყველაფერი ის რაც პროცენტული გზით ხდება მანიპულაცია თქვენ რა თქმა უნდა ამ პროცენტებით მოგვიგებთ. მეც მოგიგებთ ჟურნალისტური ჟანრები, რომ დავშალო, თქვენ ვერ გაიგებთ რა არის ინტერვიუ და რა არის კორესპონდენცია“, - განაცხადა ინაშვვილმა.

ვიცე-სპიკერის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ მმართველი გუნდის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

„რატომ იტყუებოდით ამ დარბაზიდან, როცა ამბობდით, „სამომხმარებლო ფასებზე ეს არ აისახებაო, არავითარი კრიზისი ლარის არ შეეხება არც შაქრის გაძვირებას არც პურის გაძვირებასო“, დარბაზიდან გავედით და მთელი საქართველო ფეხზე იდგა, იმიტომ, რომ ყველაფერი ნახევარ საათში გაძვირდა. მოგიწოდებთ ხაწვალიდან ქვემოთ ბარში დაეშვათ, სადაც 50 ათასი ბავშვი შიმშილისგან გვიკვდება. მე ამ ბიუჯეტს იმიტომარ დავუჭერ მხარს, განა იმიტომ, რომ გზები და შადრევნები არ მინდა, იმიტომ არ დავუჭერ მხარს, რომ პრიორიტეტები გაქვთ არასწორედ დასახული. ჩვენი გუნდი არ აიღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ არასწორედ დასახულ პრიორიტეტებზე. ჩვენთვის პრიორიტეტის ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენა და ცოცხალი ადამიანი. მე ვერ ვხედავ, რომ ეს ბიუჯეტი ამას ჩვენ გვეუბნება“, - აღნიშნა ირმა ინაშილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics