|
2016-12-13 15:47:04, 2014 ნახვა
ეკონომიკა
ჯანდაცვის პროგრამებისთვის 895, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის კი, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლით გათვალისწინებული ბიუჯეტით სხვადასხვა უწყებების დაფინანსება გაიზრდება. როგორც პარლამენტში ქუმსიშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტით ჯანდაცვის დაფინანსება 253, 8 მილიონი ლარით გაიზრდება. მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილია 895 მილიონი ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 30. „განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 138, 4 მილიონი ლარით. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი 258 მილიონი ლარი ნაწილდება სამელიორაციო სისტემებზე, შეღავათიან აგროკრედიტებზე, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე და ა.შ. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მილიარდ 258 მილიონ ლარი იქნება გამოყოფილი. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი ძალიან საინტერესოა, 370 მილიონი ლარი გამოიყოფა, სადაც „აწარმოე საქართველოში“ არის 41, 7 ლარი ლარი. ანაკლიის პორტისათვის საჭირო დანახარჯები არის 96 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 748 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 585 მილიონი ლარი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 118 მილიონი ლარი, სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის 139,1 მილიონი ლარი, ენერგეტიკის სამინისტროსთვის 132 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 110 მილიონი ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის 99,6 მეათედი მილიონი ლარი, იუსტიციის სამინისტროსთვის 62 მილიონი ლარი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის 84, 8 მეათედი მილიონი ლარი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთვის 136, 8 მეათედი მილიონი ლარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის 35, 7 მეათედი მილიონი ლარი, ფინანსთა სამინისტროსთვის 82, 3 მილიონი ლარი და ასევე 17 მილიონი ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)