06:04 - 19 Oct, 2026
|
2015-03-24 20:12:51, 902 ნახვა
სამართალი
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 10 სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. საზეიმო ღონისძიებას უნგრეთის შსს-ს (პროექტის წამყვანი პარტნიორი) გენერალი იშტვან შამუ წარუძღვა, ხოლო საქართველოს შსს-ს აკადემიის მხრიდან მემორანდუმს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა მოაწერა ხელი. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო უნგრეთის რესპუბლიკის შსს-ს პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ. თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში განათლებისა და ტრენინგების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამდენად მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზღვრის მართვის სფეროში მოქმედი ეროვნული უწყებების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინის რესპუბლიკებიდან და ასევე ეროვნული სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთის რესპუბლიკიდან. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელი შეწყობა და გაძლიერება. პროექტი უმთავრესად ორიენტირებულია არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზე. პროექტი ხორციელდება შემდეგი პარტნიორების მიერ: ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური, პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენგენის დირექტორატი, სლოვაკეთის პოლიციის საზღვრისა და უცხოელთა პოლიციის ბიურო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. მემორანდუმის გაფორმებიდან მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია, რომელზეც პროექტის მონაწილე მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეჯამება და შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განხილვა მოხდება.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)