07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:36:48, 948 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დაასრულეს

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დასრულდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კურსის  დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეებს თავდაცვის მინისტრისა და  გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილეებმა გადასცეს.

უწყების ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს, კანადურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და  კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ (EPPC)  სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ინიციატივით, სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანადის ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტთან  კოორდინაციით  ჩატარდა.

ათდღიანი თეორიული სწავლების განმავლობაში, მსმენელებმა  საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვის პროცესში, მრავალეროვნული და რეგიონული სწავლების დონეზე,  შტაბის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები შეისწავლეს.

კურსში  ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა კანადის,  უკრაინისა და  მაკედონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ 28 ნომებრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით  თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოში კანადის თავდაცვის ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics