|
2016-12-09 14:35:53, 1130 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის სამმართველოს უფროსის მატიე ბუსკეს ხელმძღვანელობით, ევროკომისიის 17 კაციანი დელეგაცია ესწრებოდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო დარგობრივი სტრუქტურებიდან ესწრებოდნენ წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების დონეზე. შეხვედრაზე ევროკავშირის 2017-2020 წლების დახმარების მომავალი პრიორიტეტები და პროექტები განიხილეს. განხილვისას დარგობრივმა უწყებებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ფინანსური დახმარების ფარგლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და მათ შორის, მისი შემადგენელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)