04:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 13:37:42, 1092 ნახვა

პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“: ანტიკორუფციულ რეფორმებში საქართველო უპირობო ლიდერია, თუმცა პრობლემები აქაც არსებობს

საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ,. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემებისა, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებენ, - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, შესაფერისი თარიღია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ხელისუფლებამ და არასამთავროებმა ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები და ის პრობლემები მიმოიხილონ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

"მინიმუმამდე შემცირდა წვრილმანი კორუფცია და მექრთამეობა საჯარო სერვისების სფეროში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზოგიერთ სხვა სფეროში, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, კორუფციის რისკების შესამცირებლად, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ გაზარდა სახელმწიფო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა, დაიხვეწა კორუფციული კანონმდებლობის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიც არის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირებისა და მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელი ნორმები. ყოველივე ამის შედეგად საქართველო დღეს რეგიონში უპირობო ლიდერია ანტიკორუფციული რეფორმების მხრივ, რასაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ამავე დროს არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებენ”, - განაცხადა ურუშაძემ.

ირაკლი ურუშაძის თქმით, მიუხედავად ანტიკორუფციული კანონმდებლობის საერთო გაუმჯობესებისა კვლავაც პრობლემად რჩება პრაქტიკაში მისი ეფექტური აღსრულება.

”სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ამცირებს მათ უნარს ეფექტურად გამოიძიონ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების პირობებშიც კი საჯარო სამსახური ჯერაც არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელ და პროფესიონალურ ინსტიტუტად”, - განაცხადა ურუშაძემ.

არასამტავროობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მედია 2012 წლის შემდეგ მთლიანობაში უფრო პლურალისტური გახდა, მაგრამ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ძირს უთხრის მისი როგორც მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი ინსტიტუტის როლს.

”ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ ინტერესთა კონფლიქტსა და ნეპოტოზმის შემთხვევებზე, რომლებიც გამოუძიებელი რჩება. არ არსებობს კორუფციის პრევენციის ქმედითი მექანიზმები, სახელმწიფო საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში, შეფერხდა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების პროცესი”, - განაცხადა ურუშაძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კორუფციის შემცირების მხრივ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს ხელსუფლებას რეკომედაციებითაც მიმართავს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ეფექტური მექანიზმი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიმართულებით, უზრუნველყოს პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა და მისი დაცვა პარტიული გავლენისგან, პატივი სცეს მედიის დამოუკიდებლობას და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპს, აღმოფხვრას ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში არსებული ხარევეზები, უზრუნველყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულფასოვანი აღსრულება პრაქტიკაში, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტისა თუ ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევების სათანადო გამოძიების მხრივ, მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პრაქტიკაში. პარლამენტმა უფრო ეფექტურად შეასრულოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველი ფუნქცია.

„საერთაშორო გამჭვირვალობა საქართველომ“ ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics