|
2016-12-09 10:44:41, 805 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო მინისტრი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის დარჩენილი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება, - ამის შესახებ ჟან მარკ ერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, მან ქართველ კოლეგას ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის დარჩენილი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას მთელს ამ პროცესში მისი პირადი მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან, ხალხთაშორისი დიალოგის, ბიზნეს კავშირების გამყარებას და იქნება რეგიონში ევროკავშირის წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ამასთან, საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლობის თბილისში გახსნის გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყებს ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებას ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორული მიმართულებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მიხეილ ჯანელიძემ ფრანგ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. დასასრულს მიხელ ჯანელიძემ ჟან მარკ ერო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა და კმაყოფილებით აღნიშნა საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება თბილისში უმასპინძლოს ორი ქვეყნის რეგიონალურ ამბასადორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)