22:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 23:27:02, 649 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 დეკემბრის სპეციალური ანონსი

9 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უმასპინძლებს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

9 დეკემბერს, 09:30 საათზე, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ანიმაციის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, კინო საქართველოში, ურბანული კულტურული პროექტები, ტრადიციული რეწვა საქართველოში და სხვა.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 10 დეკემბერს დაგეგმილი აქცია „დეკრიმინალიზაცია 2016“. 
მის: პუშკინის ქ. #13, მე-4 სართული
საკონტაქტო ტელ: 555100612

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგებს გააცნობს. 
მის: ჭოველიძის ქ. #10, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისი

9 დეკემბერს, 11:15 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იან ვაპავუორი ხელს მოაწერენ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველო, ჯამში, მიიღებს 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს. ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-12 სართულზე
მედიის შეკრების დრო 11:00 საათი 

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესმენებს ექსპერტები საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს 
გააცნობენ. 
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

9 დეკემბერს, 11:30 - 16:00 საათამდე, ”ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში” თბილისიდან მოწვეული ექიმები ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. 

9 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 დეკემბერს, 11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: სობჩაკის ქ. #3

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნება.

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართება საქართველოს ღვაწლმოსილი მეცნიერის ალექსი ჯორბენაძის ვარსკვლავის გახსნა.
მის: ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის ქ. N36

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, ”ფაბრიკაში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს“ პარტნიორობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება.
საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე 577 211 300

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც მიმოიხილავს ჩვენი ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მიღწეულ წარმატებებს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს.
მის.: აღმაშენებლის გამზირი 61.

9 დეკემბერს, 12:30 საათზე, სოციალური საწარმო "ბაბალე", ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც პერფორმანსით „განძთა კუნძლი“ წარდგებიან. სპექტაკლი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული მიუზიკლია. 
მის: ალ. ყაზბეგის #30ა
საკონტაქტო პირი ნანუკა კობახიძე - 591 900 404

9 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სახალხო დამცველი კონკურსის "მე ომბუდსმენი 2016" დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.

9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, დედაქალაქის მერიასთან ”უფლებადამცველთა სახლი“ გამართავს საპროტესტო აქციას სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მხარდასაჭერად, ”სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ და მერიის მიერ მითვისებულ 106 ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით”.
საკონტაქტო პირი ზინიკო თოიძე - 555737032

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მედიის წარმომადგენლებს ეპატიჟება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კონას“ გახსნასა და მის მიერ წარმოებული 12 სახეობის ჩაის დეგუსტაციაზე.
მის: მაჩაბლის ქ.#13

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის და მხატვრის, ვასილე ბოტნარუს პერსონალური გამოფენა - “Nostalgia, pluralia tantum” - „ნოსტალგია მრავლობით რიცხვში“, გაიხსნება.
მის: კარგარეთელის ქ. #6 , თეატრის, მუსიკის და კინოს სახელმწიფო მუზეუმი
საკონტაქტო პირი მანო ტოგონიძე - 598660399

9 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია გაიხსნება.
მის: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics