03:47 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 17:25:48, 2133 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელ ხიდის" საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვია და საბაჟოს მომსახურების ხარისხს გაეცნო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული საბაჟო მგზავრებს და ტვირთის გადამზიდავებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. მისი მეშვეობით ყველაზე მეტი მგზავრი და ტვირთი გადაადგილდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. საბაჟოს სტატისტიკით, ყოველდღიურად აღნიშნულ გამშვებ პუნქტს 10,000 პირი კვეთს.

„წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვებ პუნქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას და სხვ.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საქართველოს საბაჟოს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას როგორც მგზავრებზე, ისე ტვირთებზე. შედეგად, „წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების შემოწმების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა საბაჟოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, როგორც ბარგის და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე სხეულის თანამედროვე რენტგენო-სკანერის აპარატები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირებისა და მათი ბარგის, ისე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. აღნიშნული სკანერების და სხვა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, „წითელი ხიდის" მებაჟეებმა კონტრაბანდის არაერთი ფაქტი აღკვეთეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics