|
2016-12-08 15:54:44, 1085 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ გუშინ კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით 30 მილიონი ლარი აიღო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი კვლავ უფასურდება, ასევე, ფასების ზრდაა მოსალოდნელი იმ საგადასახადო ცვლილებებით რომელსაც პარლამენტი მალე მიიღებს, მთავრობა უხეშად აგრძელებს არასწორ კურსს, არღვევს ბიუჯეტის შესახებ კანონს. მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით. დღეისათვის, ლიმიტს, რომელიც კანონითაა დადგენილი მთავრობამ 170 მილიონი ლარით გადააჭარბა. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც ნაშთებიდან გაიწევა და მთლიანობაში დაახლოებით 300 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვაა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასების მატებაზე. თუ გავითვალისწინებთ ამ უკანონოდ აღებული შიდა ვალს - 170 მილიონ ლარს, ვნახავთ, რომ შემოსავლების მობილიზება დარჩენილ პერიოდში უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარი. რაც წარმოუდგენილია. რომც შემოვიდეს ეს თანდა დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ეკონომიკაში და მიმოქცევაში ბუნებრივია ასე სწრაფად ვერ გავა. ამას ემატება ისიც, რომ კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხის სახით. ეს ერთი მილიარდით მეტია, ვიდრე ზაფხულის დასაწყისში იყო. რეფინანსირების სესხებს აქვს თავისი დადებითი ეფექტი, რაც ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება. თუმცა, როგორც ჩანს ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან გუშინ სახაზინო ვალდებულებებზე (52 მილიონ ლარზე) განაცხადი შეიტანეს, ანუ მზად იყვნენ მთავრობა დაეფინანსებინათ ამ თანხით. მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ვალი, რომელიც კომერციული ბანკებიდანაა აღებული მილიარდ-ნახევრით გაიზარდა, ხოლო სახაზინო ვალდებულებებიდან ემიტირებულმა თანხებმა 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა",-ამბობს რომან გოცირიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)