|
2016-12-08 14:04:41, 1026 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა
საქართველოს 2017 წელს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის - OGP16 მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ესტონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს კერსტი კალჯულეიდს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებების მხარდაჭერისათვის და საქართველოში მოიწვია. როგორც შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)