15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:07:53, 1152 ნახვა

რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, 2015  წლის მარტში შეიქმნა.

„საწარმო, რომელშიც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად  40 ტონა პომიდორს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომპანიის „მუხრანი აგრო“  საწარმოში ჯამურად 129,090 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან,  99,175 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 29,915 აშშ დოლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა“, - აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში, 2013 წლიდან  6 ახალი საწარმო გაიხსნა (სრული ინვესტიცია -  2,589,644 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი -  1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი -  592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი -  648,469 აშშ დოლარი).

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე უკვე არსებულის გაფართოების მიზნით. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics