8 დეკემბერს, 09:00 საათზე, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი - ტექნოპარკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიან ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
8 დეკემბერს, 09:30 საათზე, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ერთდღიანი სტრატეგიული სემინარი - პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში გაიმართება. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
მის: რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო ”თბილისი მარიოტი”.
8 დეკემბერს, 10:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის ჯანდაცვის ფორუმის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება.
მის: წერეთლის გამზ. # 118
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09
8 დეკემბერს, 10:30 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაცია კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშილის სახელობის) აუდიტორია.
8 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში”, გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისათვის“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და სხვა სტუმრები დაესწრებიან.
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის №9 ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას, რომელიც 2016 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდს მოიცავს.
8 დეკემბერს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ წევრი თეონა ჭალიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი-ს“იურისტი ანზორ ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა.: მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მოქალაქეები.
8 დეკემბერს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238
8 დეკემბერს, 12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მის: მ. ქანთარიას ქ. #11ა
8 დეკემბერს, 13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
8 დეკემბერს, 13:00 საათზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, დარბაზი სანადიმო.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 779898
8 დეკემბერს, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის ქმედების გამო საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც
წალკისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარდევანის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
8 დეკემბერს, 14:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანგარიშის "ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.
მის: აღმაშენებლის გამზ. #61
8 დეკემბერს, 14:30 საათზე, თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით აქცია გაიმართება.
მის.: ბუდაპეშტის ქ. #28
საკონტაქტო პირი ქეთი ბეროშვილი - 577 93 10 21
8 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017 წლის საინვესტიციო გეგმების შეთანხმების შესახებ იმსჯელებს.
მის: ა. მიცკევიჩის ქ. N19
8 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს სამინისტროს 2015-2016 წლის ანგარიშს წარუდგენს.
8 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ფურძელაძის ქ. #1
8 დეკემბერს, 16:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდება.
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N619
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან