|
2016-12-07 21:23:40, 984 ნახვა
პოლიტიკა
საბანაძე: ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ
ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ 2030-ს განუცხადა. როგორც საბანაძემ აღნიშნა, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე. მისივე თქმით, ამ წუთებში საბჭოს მიერ წარდგენილ ვარიანტს პარლამენტი განიხილავს, დაახლოებით ერთ საათში ის კვლავ ელჩებს დაუბრუნდებათ უკან, რომლებმაც ხელმეოდერ უნდა დაადასტურონ შეთანხმება და ამ დროისთვის გაირკვევა საბჭოსა და პარლამენტის საბოლოო პასუხიც. ხვალ კი უკვე კომიტეტი განიხილავს და ალბათ დაადასტურებს. „შეთანხმება მიღწეული იქნა, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ორ მხარეს შორის მიიღწია შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)